გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენა გაიმართა

21-03-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
 
სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 65 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 7 დაუნის სინდრომის მქონე მოზარდია. ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო. წარმატებულია თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფი.
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს  სამინისტროს მიერ შეძენილი ტრანსპორტი ემსახურებათ უფასოდ.  ქ.ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით.
 
2022 წელს გაიზარდა რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება, ბენეფიციარებისა და პროგრამებით გათვალისწინებული სეანსების რაოდენობა. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით ისარგებლებს 2000-ზე მეტი ბავშვი. დაფინანსდება 15 900 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის კურსი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჩართული არიან ასევე ბათუმის მერიის ადრეული განვითარების პროგრამებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930