22-03-2022
საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ განხორციელება დაიწყო.
პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ითვალისწინებსწყლის რესურსების მართვის კუთხით არსებული პოლიტიკის, ახალი რეფორმების და ადგილობრივ დონეზე მათი განხორციელების მხარდაჭერას, ასევე, წყლის რესურსების, ჰაერის ხარისხის, მიწათსარგებლობისა და ნარჩენების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ სანდო მონაცემებსა და ინფორმაციაზეხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საქართველო ეროვნული პოლიტიკის და კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციას ახორციელებს. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია - შემუშავდა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი და მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყლის მონიტორინგის ქსელი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში გარემოს დაცვის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა პროექტის დაწყების ღონისძიებაზე.
პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილი და მისი მთლიანი ბიუჯეტი 12,75 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა განხორციელდება 2022-2024 წლების განმავლობაში; განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება განმახორციელებელი ორგანიზაციების კონსორციუმი (ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), წყლის საერთაშორისო ოფისი - საფრანგეთი (OiEau), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE)).
პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ეყრდნობაევროკავშირის მხარდაჭერით უკვე განხორციელებული პროექტების - ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი (EUWI+) და ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის II ფაზა (ENIS SEIS II East) - ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.
***
16-11-2024
16-11-2024