გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ნეიტრალიტეტის თემა პროვოკაციულად პირველმა შემოაგდო თავად სააკაშვილმა და მისმა ტელე-რუპორებმა, როგორც სჩვევიათ დაიწყეს ამის გადაბრალება ხელისუფლებაზე

22-03-2022

„რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მთელი ნაცმოძრაობა, მისი სატელიტები, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანად ჩაებნენ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების და ქვეყნის დისკრედიტაციის ფერხულში. შესაბამისად, თავადვე სპობენ თანამშრომლობის და დიალოგის ყველა შესაძლებლობას“- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით ნეიტრალიტეტზე საუბარი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, რასაც ახლა ხელისუფლებას აბრალებენ.

 

„ნეიტრალიტეტზე თემა პროვოკაციულად პირველმა შემოაგდო თავად სააკაშვილმა და მისმა ტელე-რუპორებმა. და როგორც სჩვევიათ, "გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩება"-ს პრინციპით, დაიწყეს ამის გადაბრალება ხელისუფლებაზე, რომ ეგებ ამ თემით მაინც წამოვიკიდოთ ხალხის გულუბრყვილო ნაწილი. ისიც გავიხსენოთ, ადრე ვინ ვაჭრობდა ნეიტრალიტეტით და NATO-ზე უარის თქმის თემით რუსებთან - იგივე სააკაშვილი, რომელსაც ეგონა რომ ეს გადაარჩენდა. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მთელი ნაცმოძრაობა, მისი სატელიტები, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანად ჩაებნენ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების და ქვეყნის დისკრედიტაციის ფერხულში. შესაბამისად, თავადვე სპობენ თანამშრომლობის და დიალოგის ყველა შესაძლებლობას“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930