გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი სააკაშვილზე: „მეხუთე კოლონამ და მისმა "ჩაპაევმა" 17 მარტის სასამართლო პროცესიდან ახალი "მოლოტოვის კოკტეილი" შემოაგდო ქართულ საზოგადოებაში

22-03-2022

მეხუთე კოლონამ და მისმა "ჩაპაევმა" 17 მარტის სასამართლო პროცესიდან ახალი "მოლოტოვის კოკტეილი" შემოაგდო ქართულ საზოგადოებაში, რომელიც იმ მომენტში არ აფეთქდა, მაგრამ შემდგომ მისმა წითელარმიელებმა ხელთ იგდეს იგი და დღეს დარბიან ამ ხელნაკეთი ყუმბარით ტელევიზიიდან ტელევიზიაში, თუმცა გაუგებარია - ვის შესაშინებლად. საუბარი მიდის სექტანტების ახალ გართობაზე - ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით, ერთადერთი, ახლო სამეზობლოში, ვინც ნეიტრალიტეტზე ხმამაღლა ალაპარაკდა ბოლო დროს - უკრაინაა, რომლის პრეზიდენტი, ჩვენი პატიმარი "ჩაპაევის" ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელია და შესაძლოა ამ პოზიციიდან აწვდის მას ახალ და ახალ იდეებს.

 

„მეხუთე კოლონამ და მისმა "ჩაპაევმა" 17 მარტის სასამართლო პროცესიდან ახალი "მოლოტოვის კოკტეილი" შემოაგდო ქართულ საზოგადოებაში, რომელიც იმ მომენტში არ აფეთქდა, მაგრამ შემდგომ მისმა წითელარმიელებმა ხელთ იგდეს იგი და დღეს დარბიან ამ ხელნაკეთი ყუმბარით ტელევიზიიდან ტელევიზიაში, თუმცა გაუგებარია - ვის შესაშინებლად. საუბარი მიდის სექტანტების ახალ გართობაზე - ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე. არა, მათ ღრმა "ინტელექტუალურ" მსჯელობაში ამ თემაზე, თქვენ ვერაფერს შეიტყობთ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მქონე ევროპული სახელმწიფოების - შვეიცარია, ავსტრია, ფინეთი, მალტა - ისტორიაზე. ვერც ვერაფერს შეიტყობთ იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ამ თემაზე არც განცხადება გაუკეთებია, არც კონსტიტუციაში ცვლილებებს აპირებს, არც ნეიტრალიტეტის დეკლარაციასა თუ კანონზე მუშაობს ვინმე. ერთადერთი, ახლო სამეზობლოში, ვინც ნეიტრალიტეტზე ხმამაღლა ალაპარაკდა ბოლო დროს - უკრაინაა, რომლის პრეზიდენტი, ჩვენი პატიმარი "ჩაპაევის" ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელია და შესაძლოა ამ პოზიციიდან აწვდის მას ახალ და ახალ იდეებს. ოღონდ, უკრაინულ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, მაშინ ისიც ახსენოს "ჩაპაევმა", რომ უკრაინის ეს სტატუსი რუსეთს აწყობს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ უკრაინის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის გარანტორი - თავად რუსეთის ფედერაცია იქნება. არ ვიცი, საკუთარი სამშობლოს - უკრაინისთვის, მსგავს ბედს თუ იწონებს სააკაშვილი, ჩვენ დაგვანებოს თავი. მის ავადმყოფურ წარმოსახვებში "ნეიტრალური" საქართველო, დღეს გავსებულია უცხო ოკუპანტი ქვეყნის რეგულარული ჯარებით - რასაც თავად შეუწყო ხელი 14 წლის წინ. მისი ადგილი ამჟამად "პარაშასთან" არის, ხოლო საქართველოს ბედს, მის სტატუსებს და ადგილს მსოფლიო ცივილაციაში გადაწყვეტს ქართველი ხალხი და მისი მოქმედი ხელისუფლება. ხოლო "მოლოტოვის კოკტეილებით" აღჭურვილი ამ წითელარმიელების მორიგი და ყოველი მომდევნო მავნებლობის თავიდან აცილების მიზნით - მიღებული იქნა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება: მორატორიუმი გამოცხადდეს მეხუთე კოლონის მიერ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სფეროს განკუთვნილი ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930