გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში

19-06-2018

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი. 
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი კომპონენტი, რაზეც უწყება უახლოესი წლების განმავლობაში იმუშავებს, გამოძიების ხარისხზე აქცენტია.
,მინდა გითხრათ ის მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე ჩვენ განვახორციელეთ, ეს გახლავთ ის რომ ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, სრულად უზრუნველყოფილი და აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების ხარისხის გაზრდას . საერთოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში, რამეთუ ბოლო წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტი იყო ნიველირებული და დღეს ჩვენ ძირითად რესურსებს მივმართათ იქითკენ რომ საგამოძიებო კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვიურად და ყოველწლიურად იყოს უფრო ძლიერი. ‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031