22-03-2022
მიხარია, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას განიხილეს უკრაინასა და მთელს რეგიონში არსებული პრობლემური სიტუაცია და გამოწვევები.
„საუბრისას შევეხეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გერმანიასთან არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
16-11-2024
16-11-2024