გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
EBRD-თან მიღწეული შეთანხმებით, ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვა განხორციელდება

23-03-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდოამრე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. EBRD-თან შეთანმხების ფარგლებში, 28 მილიონი ევროთი დაფინანსდება  ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტექნიკით აღჭურვა. ამასთანავე მოხდება ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა.
 
 შეხვედრის შემდეგ KFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ქობულეთში, ცეცხლაურის ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. პარალელურად ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაცია ხორციელდება.
 
მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930