გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
N7 პენიტენციური დაწესებულება 26 ივნისს დაიხურება

19-06-2018

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, N7 პენიტენციური დაწესებულება დაიხურება. როგორც კახა კახიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, დაწესებულების დახურვა წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს 26 ივნისს იგეგმება.


„სულ ახლახანს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დღეებში, ალბათ, წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს – 26 ივნისს, დავხურავთ ავადსახსენებელ N7 პენიტენციურ დაწესებულებას. აღნიშნული დაწესებულება მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში.სახალხო დამცველთან ერთად დავხურავთ აღნიშნულ დაწესებულებას და იმედია, მსგავსი ტიპის პენიტენციური დაწესებულება საქართველოში არასდროს იქნება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ყურადღება ასევე სისტემაში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031