გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი გიგაურზე: როგორც კაპიტნის ჩინის მქონეს, ალბათ გეგმაც ექნება შედგენილი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს, როგორი ტაქტიკით და რა ძალებით უნდა ვიმოქმედოთ

23-03-2022

,,ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს ქალბატონი არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე გახლავთ. ეს იცით, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციაა - უცხოური გრანტებით გაძეძგილი, დემოკრატიის ნიღაბ ქვეშ ამოფარებული და სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი, და ფაქტიურად მისი აზრების გამჟღერებელი რომაა სწორედ ის’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეკა გიგაურის განცხადებას.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს - კაპიტნის ჩინის მქონე ადამიანს, ალბათ გეგმაც ექნება შედგენილი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს, როგორი ტაქტიკით და რა ძალებით უნდა ვიმოქმედოთ.

 

,,როგორც ეკა გიგაური ამბობს-„რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ, ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართო.“ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს ქალბატონი არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე გახლავთ.

 

ეს იცით, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციაა- უცხოური გრანტებით გაძეძგილი, დემოკრატიის ნიღაბ ქვეშ ამოფარებული და სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი, და ფაქტიურად მისი აზრების გამჟღერებელი რომაა სწორედ ის. ისე, ალბათ, როგორც კაპიტნის ჩინის მქონე ადამიანს ალბათ გეგმაც ექნება შედგენილი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს, როგორი ტაქტიკით და რა ძალებით უნდა ვიმოქმედოთ. ისიც ეცოდინება ჯერ აფხაზეთი თუ სამაჩაბლო, თუ ორივე ერთად? „შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთო!“ თან, როცა იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აგებს (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი, ევროკავშირი და NATO ვერ იძახის ამას ასე დარწმუნებით, და გიგაურმა იცის!), შეიძლება ომი დასრულების თარიღიც იცოდეს, გვითხრას ბარემ, რას გვაწვალებს! სხვათა შორის, ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, სხვებთან ერთად რომ მოგიწოდებდა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით უნდა დაეხმაროს საქართველოო.

 

ეს ჩვენ ვერ ჩავწვდით და ეკა გიგაურმა იცოდა, რომ უკრაინაში ძალაგამოცლილი რუსეთი, საქართველოს ვერაფერს გაუბედავდა და ნახეთ, როდის განსაზღვრა უკრაინისთვის ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა?! რაც არ უნდა იყოს კაპიტნის ჩინი აქვს და ეცოდინებოდა! ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდემდე უნდა ვითმინოთ დემოკრატიის სახელითა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და ქმედებები? ხან ტუსაღი სააკაშვილი გამოყოფს თავს გისოსებიდან, ხან მისი მონა-მორჩილი ოპოზიცია, ხანაც გააფთრებული ოპოტელევიზიებად წოდებულები, ახლა კი სახელმწიფოს ცეცხლს გრანტიჭამია არასამთავრობოები უხსნიან (პირველად არა!).

 

საინტერესო, მათ დამფინანსებელ-მხარდამჭერ უცხოელ დონორებს მინიმუმ არ რცხვენიათ? უნდა კი საქართველოში რუსეთის მიერ მეორე ფრონტის გახსნა? უკრაინაში ყველაფერი კარგადაა? ევროპას და ამერიკას წყნარად სძინავს?’’ - წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930