გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

23-03-2022

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.


მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე პირველი მოადგილესთან დავით ქისიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ სოფლების მაცხოვრებლების საჭიროებებს და მათი ინიციატივები მოისმინეს.


შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლისთვის ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი.


პრიორიტეტად, ძირითადადშიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სანიაღვრე და სარწყავი არხების წმენდის, გარე განათების, სპორტული ინფრასტრუქტურის და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა დაასახელეს. პროგრამა თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.


2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 950 000 ლარი დაიხარჯება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930