გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა

24-03-2022

ქალაქ ონში, ბერშევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა.ქალაქ ონში, ბერშევას სახელობის პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ კომპლექსში ფიტნეს ცენტრი გაიხსნა.


ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 


ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ფიტნეს ცენტრის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონის მოსახლეობაში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სპორტული კომპლექსით სარგებლობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.


სპორტულ კომპლექსში იფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექციები და ფიტნეს დარბაზი, ამასთან, ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 


ახლად რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სლოვაკეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გამოცხადებულ კონკურსში ონის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში ფიტნეს ცენტრში სპორტული ინვენტარის შეძენა და აღჭურვა თანმდევი მომსახურებით შპს ,,მფჯ" მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031