24-03-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს, მადლენ ოლბრაიტი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი.
"სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი. შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის რანგში, მადლენ ოლბრაიტი იყო ჭეშმარიტი ნოვატორი და მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის მსახურებას მიუძღვნა",- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
16-11-2024
16-11-2024