24-03-2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1992 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.ხ. მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ფოთში დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
16-11-2024
16-11-2024