24-03-2022
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანია განცხადებით, გიგი უგულავა სასოწარკვეთილია და ცდილობს პოლიტიკაში დარჩეს.
მისი თქმით, გიგი უგულავას სიტყვას ფასი არ აქვს.
„გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. ყველას მოღალატე და ყველასგან მიტოვებული ეს არარაობა კახი კალაძეზე რას იტყვის, კალაძეს არაფერს დააკლებს. თავად დაიხრჩობა იმ ბოღმაში, რაშიც იხრჩობა და ეს მისი არჩევანია. რომელ პოლიტიკაშია? – ეს კაცი პოლიტიკაში აღარ არის.
ცდილობს, რომ პოლიტიკაში იყოს და სასოწარკვეთილია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არაფერი რჩება და საკუთარი თავის აქტუალიზაციას შეურაცხყოფებით ცდილობს. უგულავამ უღალატა მიშას, მიშასგან ვისთანაც გაიქცა, იმასაც უღალატა. მის სიტყვას რა ფასი აქვს?“, – განაცხადა დავითულიანმა.
16-11-2024
16-11-2024