24-03-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კეტლერს შეხვდა.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მნიშვნელოვანია პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
შეხვედრას ნატოს სადაზვერვო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კაუპო როსინი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.
16-11-2024
16-11-2024