24-03-2022
დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი ამ ქვეყანაში მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამაზე ბევრად მეტი ადამიანი ამ კვლევების თანახმად მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დღეს წარმოებულ პოლიტიკას იმ უბედურებასთან დაკავშირებით, რაც თავს დაატყდა რუსეთის ღია აგრესიის სახით ჩვენ მეგობარ უკრაინას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას დაახლოებით იგივე მხარდაჭერა აქვს, რაც ბოლო არჩევნებზე ჰქონდა.
„წარმოუდგენელია ეს შედეგი მიგვეღო ძალიან მართლები რომ არ ვიყოთ. მით უფრო, რა მტრულ და ოკუპანტისთვის სასარგებლო კამპანიასაც ვაწყდებით ჩვენი ოპოზიციის მხრიდან. სამწუხაროდ, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც ასეთი რამ ხდება. უფრო მაღალი იყო ომის არდაშვებასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკის მხარდაჭერის მაჩვენებელი, ვიდრე ზოგად კითხვაში ჩვენი ამ ომთან დაკავშირებული პოლიტიკის. იმ პროპაგანდამ 3 თუ 5%-ზე მაინც იმუშავა.
ბევრმა შესაძლოა, არც იცოდეს ჩვენი სამართლებრივი და საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ. ეს თუ ადამიანმა არ იცის შეიძლება თქვა, რომ ომის არ დაშვების ნაწილში სწორად იქცევით, მაგრამ უფრო მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეთ, რადგან ესმის, რომ მეტი მკაფიო მხარდაჭერაა საჭირო. შეიძლება შენი სწორი ნაბიჯები ყველასთვის არ იყოს ცნობილი.
საბედნიეროდ, ეს რომ 70 %-ზე მეტია ორივე შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს არის სიმართლის შედეგი, სწორი პოლიტიკის შედეგი, შენი ქვეყნის იტერესებიდან გამომდინარე წარმოებული პოლიტიკის შედეგი და მათ შორის შენი უკრაინასთან და მის მეგობრობასთან დაკავშირებით სწორად წარმოებული საერთაშორისო სამართლებრივი და საერთაშორისო პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024