24-03-2022
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
იზაბელ კოულმენი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის მადლობას უხდის.
"მაქვს პატივი, ვიმყოფებოდე საქართველოში და კიდევ ერთხელ დავადასტურო USAID-ის სოლიდარობა იმ პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის სასტიკ ომს უკრაინაში. მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის",- წერს კოულმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".
16-11-2024
16-11-2024