გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ლომჯარიას: გასაგებია, რომ საბიუჯეტო მილიონებს ფლანგავთ და რაღაც გასართობ ფეიკებს აზიარებთ, მაგრამ რეალური გაუბედურებული ადამიანების ცოდვა ერთხელაც მეწყერივით დაგეწევათ

24-03-2022

“საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ - შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე - მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი?” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას.

 

“როდესაც რუსეთის პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი სკანდალების ფონზე, გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართველ პატიმრებთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების ფაქტების თაობაზე, გასაგებია - ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას მოიმიზეზებდით. მაგრამ, როდესაც ქართველი პატიმრებით გავსებული უკრაინის პენიტენციური სისტემიდან დახმარებისა და ყურადღების თაობაზე ისმის ღაღადი - პირადად არ გინდა, მაგრამ ის შენი უსაქმური, "დარტანიანივით" ულვაშა-მოადგილე მაინც გაუშვი შენი მოქალაქეების ბედით დაინტერესების მიზნით.

 

ნუთუ არ გაქვს მაგალითი, შენი უკრაინელი კოლეგა-ქალბატონის სახით, თუ რამდენჯერ იყო ჩამოსული საქართველოში ერთადერთი უკრაინელი პატიმარის მასანახულებლად, იქ კი - ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს: დაგვეხმარე!!! საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ - შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე - მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი? საქართველოში პატიმრებს ციხეებში არავინ აუპატიურებს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით აღარავის უშვებენ, ტალევიზიებს არ ხურავენ და არც არბევენ - როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ, იგივე უკრაინის მაგალითზე - ოპოზიციურ პარტიებს საბითუმო ოდენობით არ ხურავენ, ბიზნეს არ ატერორებენ, არჩევნებს არ აყალბებენ. გასაგებია, რომ უსაქმურად ზიხართ, "იძი-ნა-დვიჟენიობთ", საბიუჯეტო მილიონებს ფლანგავთ და რაღაც გასართობ ფეიკებს აზიარებთ, თავის უსაქმურ მოადგილესთან ერთად - მაგრამ რეალური გაუბედურებული ადამიანების ცოდვა ერთხელაც მეწყერივით დაგეწევათ”-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930