გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით

24-03-2022

ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.


მთავრობის მეთაურის  თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს. იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში უდგას ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი.


„ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს. იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი. დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ელჩო დეგნან, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებით ამ დიდ საქმეს და წვლილი შეგაქვთ ამ მუდმივად მზარდ პარტნიორობაში.


მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე კავშირები და საერთო ღირებულებები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, რისთვისაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, იქნება ეს შორეულ რეგიონებში ბრძოლის ველზე თუ ჩემი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930