გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებ

24-03-2022

მომდევნო წლებში ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად შეძლებენ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას.


„მომდევნო წლებში ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება: ჩვენ მომავალშიც გვერდში დავუდგებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთად ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს პარტნიორობაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის.


დარწმუნებული ვარ, რომ განსაცდელი, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, მხოლოდ გააძლიერებს კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის და შექმნის კიდევ უფრო მედეგ და ყოვლისმომცველ პარტნიორობას ჩვენს დიდ ერებს შორის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყნებს ამ შესანიშნავ იუბილეს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930