გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი არ უნდა არღვევდეს სისტემატურად ქვეყნის ძირითად კანონს

25-03-2022

ერთადერთი შედეგი, რაც აქვს იმ სარჩელს, რაც შეტანილი იქნება მთავრობის მხრიდან, არის კონსტიტუციის განმარტება. არავითარი სანქცია, არავითარი სასჯელი - ერთადერთი ისაა, რომ საკონსტიტუციო განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა ინიშნებოდნენ ელჩები, ეს არის და ეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„შესაბამისად, არავითარ სასჯელთან, სანქციასთან და აგრესიულ ზომებთან არ გვაქვს საქმე. თავიდან ბოლომდე სპეკულაციებია იმაზე, რომ თითქოს ჩვენ გვსურს დავსაჯოთ პრეზიდენტი და ა.შ. მთავარია, რომ პრეზიდენტი არ უნდა არღვევდეს სისტემატურად ქვეყნის ძირითად კანონს, ეს პრინციპულია ჩვენთვის და ამის საფუძველზე ყველაფერს გავაკეთებთ. ბუნებრივია, სამართლებრივი მექანიზმები იგულისხმება“, - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930