გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის მხარდაჭერით SMEDA პირველ რეგიონულ ბიზნესფორუმს ატარებს

25-03-2022

მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA) პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.


„ჩვენ ვქმინთ უკეთეს ბიზნესგარემოს საქართველოში“ -  ამ სლოგანის ქვეშ ორგანიზაციამ გააერთიანა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული პროფესიონალები, რომლებიც ბიზნესთან, საჯარო სექტორთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის გამოკვეთას ქვეყნის ეკონომიკაში. ამ დროისთვის SMEDA-ს უკვე 170-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს და 2022 წლის ბოლომდე მათ 2000-მდე გაზრდას გეგმავს.


SMEDA-ს უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი დაუგროვდა. მათ შორისაა USAID-თან პარტნიორობითა და მხარდაჭერით შექმნილი პროექტები: აქსელერატორი starta, რომელიც ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის შეიქმნა და ციფრული მარკეტინგული სააგენტო Martex, რომელიც კონკრეტულად მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებულ ციფრულ მარკეტინგულ სერვისებს უზრუნველყოფს.


SMEDA-ს  მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ციფრულ ფორმატს ენიჭება, რომელიც ამ სფეროში SMEDA-მ სქართველოში პირველმა გამოიყენა და რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დედაქალაქიდან ყველაზე შორს მყოფ რეგიონებთან და იქ არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებთან.


აჭარის ბიზნესფორუმი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით იმართება, ნაწილობრივ სწორედ ციფრულ ფორმატშია დაგეგმილი. SMEDA-ს წარმომადგენლების აზრით, ჰიბრიდული ფორმატი ამ ღონისძიების რადიუსს, მასშტაბსდა ეფექტურობას გაზრდის. ბიზნესფორუმზე SMEDA-ს გარდა წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორები, ფინანსური ინსტიტუტები და რათქმაუნდა, თავად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930