25-03-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. სამოქალაქო კომიტეტი ნაწილია იმ ინსტიტუციური რეფორმის, რომელიც ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებშიგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულების სახელმწიფო პროგრამები, ასევე,სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერის, დაცული ტერიტორიების, ეკოტურიზმისა და რესურსების მართვის საკითხები განიხილეს.
„ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად. მრავალი წელია, ევროკავშირი ჩვენი პარტნიორიადა ხელს გვიწყობს, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია. რეგიონში დღეს არსებულმა ვითარებამ, მნიშვნელოვნად დააჩქარა პროცესები-საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც პრიორიტეტების გამოკვეთის, სახელმწიფო პოლიტიკის თუ პროგრამების შემუშავების ეტაპზე, ასევე, მათი განხორციელების პროცესის მეთვალყურეობის თვალსაზრისითაც.
„კომიტეტი საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე მივიღოთ საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად სწორი და რეალური გამოხმაურება/შეფასება და მოვახდინოთ მათი შეჯერება იმ შესაძლებლობებსა და რესურსებთან, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს აქვს, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არსებული რესურსი დაიხარჯოს ეფექტიანად, გამჭვირვალედ, რათა მივაღწიოთ მიზანს და მივიღოთ სასურველი შედეგი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (EU-ENPARD) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელებს ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის გაძლიერებას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტიანი და გამჭვირვალე თანამშრომლობით არსებული გამოწვევების დაძლევას, შესაძლებლობების გამოყენებას და ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკასთან პროგრესული თავსებადობის მიღწევას.
სამოქალაქო კომიტეტი, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების საფუძველზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მონიტორინგის კომიტეტების მანდატის გათვალისწინებით, 2021 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის, ასევე სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანად განხორციელების პროცესებში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობას და ხელს უწყობს სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების გზით. არსებული სამოქალაქო კომიტეტი ქვეყანაში მოქმედ 29 წამყვან ორგანიზაციას აერთიანებს.კომიტეტი ღიაა სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების საკითხებზე მომუშავე პროფესიული ასოციაციებისთვის და სამოქალაქო ორგანიზაციათა გაერთიანებებისთვის.
სამოქალაქო კომიტეტისშეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები, საჯარო და სამოქალაქო სექტორის, ასევე არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა ENPARD-ის ფარგლებში, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით დაგაეროსგანვითარებისპროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას მოდერაციას უწევდა UNDP-ის პროექტის მენეჯერი ნოდარ კერესელიძე.
16-11-2024
16-11-2024