25-03-2022
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მრევლს ამბიონიდან მიმართა.
„დიდი მადლობა, მეუფე შიო, მოგესალმებით, ძვირფასო მეუფენო, მამებო, ძვირფასო საზოგადოებავ!ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და მეც ვუერთდები ამ მოლოცვას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ჩვენი ისტორიის მანძილზე, ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან, რწმენასთან და ეს იყო და არის ყოველთვის ის რასაც ეფუძნებოდა, ყოველთვის ეფუძნება ქართველობა, ქართული იდენტობა. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას," - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024