25-03-2022
წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად - საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ - არ გრცხვენიათ? - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ოლეგ ნიკოლენკოს.
„უკრაინა - წლების განმავლობაში უდანაშაულო, მაგიდაზე "გასკოჩილ", მცირეწლოვანი შვილების მამებს რომ "აქათამებდნენ" - მათი მფარველი რომ ხარ დღემდე: კოხტა კოდუა, ალექსანდრე "ქილერა" მუხაძე - "პოლიტიკური ნიშნით დევნილი" თურმე... არ გრცხვენიათ??? საქართველოში ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის არქიტექტორი, ქართულ ღირსებაზე მონადირე და მისი გამანადგურებელი, ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცეველი, კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი რომ გყავთ თქვენი ე.წ. "მართლმსაჯულების" გამპრავებლად - არ გრცხვენიათ? წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად - საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ - არ გრცხვენიათ? საქართველოს ელჩის არაერთი თხოვნის მიუხედავად ამდენი ხანი ერთხელაც რომ შეხვედრია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მისაღებში დღე და ღამე იგივე პეტრე ცისკარიშვილი გიზით და საქართველოს წინააღმდეგ პასკვილებს რომ გიწერთ - არ გრცხვენიათ? საკუთარი სახლების კარი რომ გვაქვს ღია თქვენი დევნილებისთვის, ყოველდღე ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთებს ვაგზავნით იმავე კიევში, რომლის სურსათით მომარაგებას თქვენ ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენით ხართ დაკავებული - არ გრცხვენიათ? ეს ომიც დასრულდება და მასში რა თქმა უნდა უკრაინა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკვე საქართველოსთვის იქნება სამარცხვინო...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024