25-03-2022
,,რამდენი პროვოკაციაც შემოგვთავაზეს, იმდენჯერ მიიღეს რაციონალური პასუხი. თვითმფრინავის თემა იყო ყველაზე აქტუალური ამ კუთხით’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “POSTV’’-ის ეთერში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც იმ ქვეყანაში შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, ეს ნიშნავს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას.
,,ძალიან მარტივად იყო აქ საქმე, თუმცა ძალიან რთულ შედეგებამდე მიგვიყვანდა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ შენ შენი ნებართვით უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს, იმ ქვეყანაში სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში, რაც არაერთხელ თქვა, არაერთმა ლიდერმა. მათ შორის, ბორის ჯონსონმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ისინი არათუ ხელს არ შეუწყობდნენ მოხალისე მებრძოლების წასვლას უკრაინაში, არამედ, რეკომენდაციას არ უწევდნენ, თუნდაც ირიბი ფორმით ადამიანების ჩართვას სამხედრო კონფლიქტში’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024