25-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი ირაკლი ლაზარაშვილი უძღვებოდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აქტიურობის, თანამშრომლობის მზაობისა და მხარდაჭერისათვის. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო მრჩეველთაა საბჭოს აქტიურ და ეფექტურ მუშაობაზე, ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 27 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.
16-11-2024
16-11-2024