25-03-2022
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ის სარჩელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს 11:00 საათზე გამოაქვეყნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში არაუფლებამოსილად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ახალ მოწვევის საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა, რაზეც სარჩელით სასამართლოს მიმართა.
მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ განხილვების შემდეგ ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით მიიღო 2021 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
წინა მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიღება, რომ არ მომხდარიყო, ამ ხნის განმავლობაში ზუგდიდი მთავარი საფინანსო დოკუმენტის გარეშე იქნებოდა და მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების მიღებაზე პრობლემები შეექმნებოდათ. ცნობისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში არსებული კრიზისის გამო კომისიების თავმჯდომარეები მხოლოდ დღეს დაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნა კი ორი თვე, 14 თებერვლამდე გაიწელა. ბიუჯეტის დამტკიცებამდე კი განხილვა საკრებულოს კომისიების ხდება – შესაბამისად 2022 წლის ბიუჯეტი ზუგდიდს დღესაც არ ექნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
შეთანხმების შესაბამისად ზუგდიდის საკრებულოს თანამდებობები სწორედ ამ ორმა პარტიამ გაინაწილა.
16-11-2024
16-11-2024