19-06-2018
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმისთვის, რომ კომერციულ და საგადასახადო დავების შემთხვევაში სასამართლოს სისწრაფე გაიზარდოს, აღნიშნულ საქმეებზე სპეციალიზირებული სასამართლო პალატები ჩამოყალიბდება.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ბიზნესს ძალიან აწუხებს გადაწყვეტილების ოპერატიულობა, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმეები იხილება სასამართლოში. მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები. პალატები სპეციალიზირებული იქნება კომერციულ და საგადასახადო საქმეების განხილვაზე. შესაბამისად, რეფორმების შედეგად მკვეთრად გაიზრდება სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც ქართული ბიზნესი ელოდება და ეს იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავნერგავთ“- განაცხადა ბახტაძემ.