25-03-2022
რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს არც სამთავრობო გუნდის, არც მმართველი გუნდის, არც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასთან. შესაბამისად, ჩვენ ნებისმიერ ასეთ განცხადებას განვიხილავთ, როგორც მის სუბიექტურ პოზიციას - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტვ“-ის ეთერში.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს რაიმე განცხადებას, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი. ქვეყნის პოლიტიკურ კურს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის განცხადებებში.
„ქვეყნის პოლიტიკურ კურს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის განცხადებებში. მან პირდაპირაც აღნიშნა, როცა იყოს საპარლამენტო სხდომაზე, იცოდა რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, მაგრამ დაარქვა მის ვიზიტს პირადი ვიზიტი. როდესაც ასეთ წვრილმან მანიპულაციაზე მიდიხარ, იმისათვის რომ კონსტიტუცია თითქოს ლამაზად დაარღვიო, აქ ჩანს რომ მას განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკაში ყველამ იცის, რომ პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, განსაზღვრავს მიმართულებებს პარლამენტი, ახორციელებს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის ამის მონაწილე ანუ, არც ახორციელებს პოლიტიკას, არც განსაზღვრავს, მას აქვს არსებითად სიმბოლური კომპეტენციები მინიჭებული. ესტონეთი, გერმანია, ირლანდია, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაა და ყველამ იცის, რომ ანგელა მერკელი განსაზღვრავდა, ახლა უკვე ოლაფ შოლცი და არა გერმანიის პრეზიდენტი. იგივეა ესტონეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში და ა.შ. პრეზიდენტი არ არის პოლიტიკის განმახორციელებელი და ის არ მართავს ქვეყანას. შესაბამისად ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში, მთავრობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას პარლამენტთან ერთად ანუ, პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ პოლიტიკას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024