გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ელჩების არდანიშვნით

25-03-2022

ყველამ იცის საპარლამენტო სისტემაში, რომ ვისაც წარადგენს მთავრობა იმას სიმბოლურად ნიშნავს პრეზიდენტი - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტვ“-ის ეთერში.


მისი თქმით, აქ არის ერთადერთი ორგანო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია განმარტოს ეს უმარტივესი ჭეშმარიტება და სწორედ ამ მიზნით შედის სამთავრობო სარჩელი.


„კანონში იყო გარკვეული დაზუსტება შესატანი, რომელიც უკავშირდებოდა მთლიანდ პროცედურულ მხარეს. ძალიან მარტივი შემთხვევაა, ელჩებთან დაკავშირებით შედის სამთავრობო სარჩელი. იყო სპეკულაციები, თითქოს ვიღაცას უნდა პრეზიდენტი დასაჯოს, რეპრესიული მექანიზმები და ა.შ. სინამდვილეში შედის სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეფასდეს, არავითარი არც სანქცია, არც სასჯელი, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ შეაფასებს, დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ელჩების არდანიშვნით. აქაც მარტივი შემთხვევაა, ყველამ იცის საპარლამენტო სისტემაში, რომ ვისაც წარადგენს მთავრობა იმას სიმბოლურად ნიშნავს პრეზიდენტი, ეს იცის გერმანიის პრეზიდენტმა, ესტონეთის პრეზიდენტმა, ირლანდიამ, ავსტრიამ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ესპანეთის მეფემ და ა.შ. ყველამ იცის, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში და მონარქიაში, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არ ვიცით საქართველოში. შესაბამისად, აქ არის ერთადერთი ორგანო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია განმარტოს ეს უმარტივესი ჭეშმარიტება და სწორედ ამ მიზნით შედის სამთავრობო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031