26-03-2022
2010 წელს და მერე 2012 წლის თებერვალში სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ ცალმხრივად, არათუ სანქციები დააწესა ომის შემდეგ, პირიქით შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ომის შემდეგ ორ წელიწადში ნაწილობრივ და სამ წელიწად ნახევარში სრულად უვიზო რეჟიმი შემოიღო და ეს ადამიანები ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქვეყანა დავაქციოთ სანქციებით მათ შორის, ომით, უბედურებით, ამას ვერ ეღირსებიან - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტვ“-ის ეთერში.
მისი თქმით, სანქციებით ეკონომიკურად ვერავითარ პრობლემას საქართველო ვერ შეუქმნის რუსეთს, პირიქით მივიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს.
შეკითხვაზე, ითხოვს თუ არა დასავლეთი სანქციებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი მოთხოვნა არ არის, ერთადერთი რაზეც საუბრობენ ისინი, რომ გვერდის ავლის მექანიზმი არ უნდა იყოს საქართველო.
"ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ვუხსნით მათ, თუ რა დგას თითოეული ჩვენი ნაბიჯის უკან რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, თვითმფრინავს და ა.შ. მათთვის გასაგებია ჩვენი ნაბიჯების მიზეზები. რაც შეეხება სანქციების დაწესებას ასეთი მოთხოვნა ჩვენ არ მოგვისმენია არც საჯაროდ და არც არასაჯაროდ. ეს არის რეალობა.
სანქციებთან დაკავშირებით ორი რისკია. ერთი არის პირდაპირ სამხედრო რისკი და მეორე რისკი არის უშუალოდ ეკონომიკასთან დაკავშირებული. არის დაახლოებით 600 მილიონ დოლარიანი დამოკიდებულება სავაჭრო თვალსაზრისით. ექსპორტი ხორციელდება რუსეთში და ამ ექსპორტს სხვა ვერაფერი ჩაანაცვლებს მინიმუმ ამ ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რომ შევიდეთ ამ პროცესში და მივიღოთ იქიდან საპასუხო ზომები ამ შემთხვევაში დამძიმდება ეკონომიკური მდგომარეობა, რაც პირდაპირ აისახება ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეზე. ეს რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს. არის ენერგეტიკის სფეროში კონკრეტული თემები, რაც დაგვიმძიმებს მდგომარეობას. ეს ეხება გაზსაც და ელექტროენერგიასაც. სხვა კუთხითაც არის არა ერთი ფაქტორი და არის მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენი მოქალაქეების ფაქტორი, იმ ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში ერთი და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანუ არის არა ერთი ფაქტორი, რაც ჩვენ გვიჩვენებს იმას, რომ საბოლოო ჯამში სანქციებით ეკონომიკურად ვერავითარ პრობლემას საქართველო ვერ შეუქმნის რუსეთს, პირიქით მივიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს.
თქვენ გახსოვთ, რომ წარსულში ერთადერთი, ვინც სანქციებს აწესებდა ამ ორ მხარეს შორის იყო რუსეთი, რატომ? იმიტომ, რომ საქართველო არის პატარა, რუსეთი არის დიდი და ასეთ დროს შენი სანქცია ვერაფერს ავნებს მეორე ქვეყანას - რუსეთს. რუსეთის მიერ დადგენილი სანქციები გახსოვთ, 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები. საქართველოს ხელისუფლების ცალმხრივ ნაბიჯებს რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, რომ 2010 წელს და მერე 2012 წლის თებერვალში სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ ცალმხრივად არათუ სანქციები დააწესა ომის შემდეგ, პირიქით, შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ომის შემდეგ ორ წელიწადში ნაწილობრივ და სამ წელიწად ნახევარში სრულად უვიზო რეჟიმი შემოიღო და ეს ადამიანები ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ თავი უნდა გამოვიდოთ, ქვეყანა დავაქციოთ სანქციებით მათ შორის, ომით, უბედურებით, ამას ბუნებრივია ვერ ეღირსებიან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024