გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „იკაროსში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის შექმნილ სასწავლო გარემოს გაეცნო

27-03-2022

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „იკაროსს“ ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის შექმნილ სასწავლო გარემოსა და სწავლების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „იკაროსს“ ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის შექმნილ სასწავლო გარემოსა და სწავლების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, კოლეჯი „იკაროსი“ინკლუზიური პროფესიული განათლების პროგრამის განხორციელებაში 2014 წლიდან არის ჩართული და კულინარიისა და სარესტორნო საქმის მიმართულებით უკვე 200-ზე მეტი სსსმ და შშმ კურსდამთავრებული ჰყავს.


„კოლეჯში ხარისხიანი ინკლუზიური პროფესიული განათლების მისაწოდებლად შესაბამისი სასწავლო გარემოა შექმნილი და თავად პროგრამებიც სტუდენტთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა მორგებული. კოლეჯი დამატებითი აქტივობებითა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით, სტუდენტებს პროფესიის ათვისებასა და დასაქმებაში ხელს უწყობს. კოლეჯის კურსდამთავრებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რესტორნებში, სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე არიან დასაქმებულნი.


კოლეჯში სსსმ და შშმ სტუდენტებისთვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მასტერკლასებიც იმართება. აპლიკანტები ფესტივალებში მონაწილეობენ. სასწავლებელს სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები ჰყავს.


აკაკი ცანკაშვილი პროფესიული კოლეჯის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია, რომელიც კონდიტერის სპეციალობას ეუფლება. მიმდინარე წელს აკაკიმ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, გამართულ კონდიტერთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. იგი ასევე სატელევიზიო შოუ „მასტერ-შეფში“ არის მიწვეული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო.


„დღეს პროფესიული განათლება შშმ და სსსმ პირებისთვის ხელმისაწვდომია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში მთელი საქართველოს მასშტაბით. პროფესიულ პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების ჩარიცხვა ალტერნატიული გზით ხორციელდება და აღნიშნული პროცედურა პირის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე სრულად მორგებულია.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერაა განსაზღვრულია. კერძოდ, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, სასწავლო პროცესის ასისტენტის, ინდივიდუალური ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტის მომსახურება, ადაპტირებული სასწავლო მასალა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ტრანსპორტირება და სხვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930