გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: არ გაჭრა უკრაინის ხელისუფლების მცდელობამ, როგორმე ჩაეთრიათ ქვეყანა ომში; უკვე პირდაპირ, მაღალი თანამდებობის პირი მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, საკუთარ ტერიტორიაზე, სამხედრო შეტევა დაიწყოს

27-03-2022

,,შემაშფოთებელია ის განცხადებები, რაც დიდი ხანია უკრაინის ხელისუფლებისგან ისმის საქართველოს მიმართებაში“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის შესახებ.


როგორც ფოჩხუა წერს, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო 2008 წელს და რაღაც არ მახსენდება ვინმეს ჩვენს გამო ომი დაეწყოს. ამ მოწოდებას კი ჩვენი მხრიდან საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს!


,,შემაშფოთებელია ის განცხადებები, რაც დიდი ხანია უკრაინის ხელისუფლებისგან ისმის საქართველოს მიმართებაში. ფაქტიურად, მათი სურვილია ქვეყანა ჩაერთოს რუსეთთან საომარ კონფლიქტში. ჯერ იყო და მოხალისეების გაგზავნის, სანქციების დაწესების, ელჩის გაწვევის პროვოკაციული განცხადებები, რაშიც აქაური "ომის პარტია" ეხმარებოდა. ხელისუფლება ამ ყველაფერს სრული სიმშვიდით და პრაგმატული გადაწყვეტილებით პასუხობდა. არ გაჭრა უკრაინის ხელისუფლების მცდელობამ, როგორმე ჩაეთრიათ ქვეყანა ომში. უკვე გახსნილად და პირდაპირ, მაღალი თანამდებობის პირი მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას და ხალხს, საკუთარ ტერიტორიაზე, სამხედრო შეტევა დაიწყოს. საქართველომ საკმარისად იომა, დიდი მსხვერპლი გაიღო 2008 წელს და რაღაც არ მახსენდება ვინმეს ჩვენს გამო ომი დაეწყოს. ამ მოწოდებას კი ჩვენი მხრიდან საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს!” - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930