27-03-2022
ეს არის მორალურად თუ პოლიტიკურად უთანასწორო ბრძოლა. ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართული სახელმწიფო შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების ხელს უწვდის უკრაინას. ქართული მხარე აკეთებს მაქსიმუმს მაგრამ იტოვებს კანონიერ უფლებას თავად არ სურდეს და აირიდოს ომის საფრთხე - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვის განცხადებას. მისი თქმით, პოლიტიკურად კითხვის ნიშნებს იწვევს უკრაინის მხრიდან გამოხატული "არამადლიერება".
„რუსეთ - უკრაინის ომი რუსეთის მხრიდან აღიქმება როგორც სპეცოპერაცია ქვეყნის დენაციზაციის მიზნით. ცივილური სამყარო კი ამ ომს აფასებს როგორც უდანაშაულო ბავშვებისა და ხალხის სისხლისღვრას. და დიახ, ასეა! აგრესორის პოლიტიკურ განდიდების მანიას საკუთარ ტერიტორიაზე ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები. ეს არის მორალურად თუ პოლიტიკურად უთანასწორო ბრძოლა. ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართული სახელმწიფო შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების ხელს უწვდის უკრაინას. ქართული მხარე აკეთებს მაქსიმუმს მაგრამ იტოვებს კანონიერ უფლებას თავად არ სურდეს და აირიდოს ომის საფრთხე. პოლიტიკურად კითხვის ნიშნებს იწვევს უკრაინის მხრიდან გამოხატული "არამადლიერება". კითხვა პირველი- საქართელოს მხრიდან უკრაინის დახმარებად ქართული სახელმწიფოს ომში ჩართვა რატომ განიხილება?! კითხვა მეორე- რას ემსახურება მოხალხისეების გაგზავნისათვის ჩარტერისა და სანქციების დაწესების მოთხოვნა?! კითხვა მესამე- რას ემსახურებოდა ელჩის უსაფუძვლოდ გაწვევა?! კითხვა მეოთხე- ვისი კარნახით კეთდება ეს არამეგობრული განცხადებები?! კითხვა მეხუთე- რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ომის პირობებში ქართულ ხელისუფლებასა და ხალხს მოუწოდო, საკუთარ ტერიტორიაზე, თუნდაც ოკუპირებულზე სამხედრო შეტევა დაიწყოს?! ალექსი გონჩარენკომ პირდაპირ განაცხადა : ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა პირდაპირ განაცხადა : "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება". დიდი ბოდიში, მაგრამ საქართველომ საკუთარი წილი მსხვერპლი 2008 წელს უკვე გაიღო, და მაშინ ჩვენს გამო არ მახსენდება ვინმეს ომი დაეწყო. კიდევ დიდი ბოდიში, მაგრამ ვალში არავისთავნ ვართ!" - წერს მეგრელიშვილი facebook- ზე.
16-11-2024
16-11-2024