გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი განათლება გახდება

19-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო ვერ გახდება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, თუ განათლების სისტემაში მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელდება. 
მისივე თქმით, შემოდგომაზე მთავრობა წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში განათლების დომინანტურ სექტორად ქცევას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„განათლება და ახალგაზრდობა ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია. რაც მე ჩამოვთვალე - ეკონომიკური რეფორმები და სხვა ინიციატივები, რომლებიც მომავალში იქნება, დაგვეხმარება, რომ შევამციროთ სიღარიბე, რომ საქართველოში მივიღოთ ინკლუზიური ზრდა, მაგრამ ამავე დროს, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ საქართველო ვერ გახდება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, თუ არ განვახორციელებთ განათლების სისტემაში მასშტაბურ ინვესტიციებს და განათლების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმას. ეს არის ერთადერთი და მთავარი წინაპირობა, რომ 21-ე საკუნეში საქართველოს ეკონომიკა გახდეს განვითარებული.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოდგომაზე წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031