გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: არიან სუბიექტები ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად

27-03-2022

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს, ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს. ბერაია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას ეხმაურება.


„სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად. მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი დიდ ხანს ვერ დამალავდნენ მათ ჩანაფიქრს და ამოცანებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი.


უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, დანილოვს კი მეტ წინდახედულობას და რაციონალურობას.


საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები სრულად ეფუძნება ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათი უფლებების დაცვას და კეთილდღეობას და არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ამ ყველაფერს“,- აღნიშნავს ირაკლი ბერაია.


უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930