გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

19-06-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II ზონის, დიდი დიღმის I მიკრორაოინის, მუხიანი-2 დასახლების, სოფელ გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ),რუსთავის გზატკეცილის, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, ალეკო გობრონიძის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ),ჯავახიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, გაბაშვილის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, რიყის ტერიტორიის, ვახტანგ მეექვსეს, გელათის, ქედის, ავლაბრის, ურიცკის, კალატოზის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ჩეხოვის, ლადო მესხიშვილის, მაცეხის, ორხევის, ელენე ახვლედიანის, ბარათაშვილის, ბაჩანას, ერევნის, იორის, ჯორბენაძის, ლომოურის, გაბისკირიას, რუისის, ალაზნის, ხივინის, ხიდისთავის, დუშეთის, აბდუშელიშვილის, სპარტაკის, გიორგი წერეთლის, ცუცქირიძის, არარატის, მეტეხის, საამურის, არმაზის, ღვინის აღმართის, სამოქალაქოს, სამრეკლოს, გაბისკირიას, გრემის, კარდანახის, ხარაგაულის, კონსტანტინე ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ოთარ ჭილაძის, კანდელაკის, ონიაშვილის და ბუდაპეშტის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ბუდაპეშტის (ნაწილობრივ), პაოლო იაშვილის, ლერმონტოვის, ქიქოძის, გიგა ლორთქიფანიძის, მაჩაბელის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის, 11 საათიდან 15 საათამდე ფეიქრების ქუჩის, 11 საათიდან 17 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და შატბერაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ), ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე დაბა წავკისის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031