19-06-2018
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ თანხა გადარიცხა, უარყო. ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მისივე თქმით, 2011 წლიდან ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. „თუ გაინტერესებთ, გადავრიცხე თუ არა ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარადასაჭერად, ამაზე მაქვს მარტივი და პირდაპირი პასუხი - არა, მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენ, „ნაცმოძრაობამ“ 2012 წელს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება, რასაც მოჰყვა ცვლილება კანონში საბანკო საქმინობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ანგარიში გამოყენებული იქნა მხოლოდ ტექნიკურად. რაც შეეხება იდეოლოგიურ თანხვედრას, მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით და 1-ელ ოქტომბერს ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვემი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“- განაცხადა ბახტაძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს მამუკა ბახტაძემ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა