გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანმა უკრაინასა და მოსაზღვრე ქვეყნებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

28-03-2022

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულებები, ისევე როგორც მის მოსაზღვრე ქვეყნებში (პოლონეთი, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, თურქეთი) საქართველოს დიპლომატიური მისიები და სამინისტროს ცენტრალური აპარატი მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ, რათა უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების დახმარება. მინისტრის თქმით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ და ქ. ოდესაში გენერალურმა საკონსულომ უზარმაზარი ძალისხმევა გასწიეს უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების როგორც რეპატრიაციის, ისე ადგილზე დახმარების კუთხით.  


მინისტრმა ასევე  აღნიშნა უკრაინელი სკოლის მოსწავლეების მიერ სწავლის საქართველოში გაგრძელებისა და უკრაინელი ბავშვების საბავშვო ბაღებში უფასოდ მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა. ასევე ხაზი გაესვა ქართული მხარის მიერ უკრაინელი  ხალხისთვის გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას, ისევე როგორც, საქართველოს მიერ  ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში  უკრაინის მიმართ გამოხატულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას.


დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ მუშაობას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნების საკითხზე. ამასთან, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებსა და დიასპორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930