გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გასულ წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ 6.4 მლრდ. ლარი შეადგინა

29-03-2022

გასულ, 2021 წელს საქართველოში 469 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა, რომლის 46.3 პროცენტი ქ. თბილისში, 25.8 პროცენტი - აჭარაში, 8.1 პროცენტი - ქვემო ქართლში, 7.7 პროცენტი - იმერეთში, 3.2 პროცენტი - კახეთში, 3.2 პროცენტი - სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3.2 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.


საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ შესყიდული და გაყიდული ვალუტის მთლიანმა ბრუნვამ 6.4 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 51.8 პროცენტი - აშშ დოლარზე, 14.7 პროცენტი - ევროზე, ხოლო 33.5 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.


ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2021 წელს შეძენილ იქნა 543.0 მლნ. აშშ დოლარი და 135.3 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 520.5 და 132.0 მილიონს. 


საანალიზო პერიოდში, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 1 664 ათას კლიენტს, საიდანაც 1 651 ათასი ფიზიკური, ხოლო 13 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 85.9 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 14.1 პროცენტი - უცხოელია. 


2021 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 29.7 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37.0 პროცენტი აშშ დოლარზე, 10.7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52.3 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1.8 მლნ.) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930