გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

30-03-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტით ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფებოდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარეს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.


თავდაცვის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.


უწყებათაშორის დონეზე ვიზიტის ყოველწლიური კონსულტაციების მიზანს ევროკავშირთან ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან. ვიზიტის მსვლელობისას სტუმრებმა მოინახულეს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი დაწესებულებები, ასევე გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930