გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

30-03-2022

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ქალაქ კასპში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „შარა“ ამჟამად ჯავახიშვილის და ცხვედაძის ქუჩებზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს ახორციელებს.


ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 424 000 ლარი იხარჯება, რომლის სიგრძე 784 გრძივი მეტრია.


აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის საჭიროება არსებობდა, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ გადაადგილებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930