გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ახალ შემადგენლობაში ჩემი არ ყოფნის შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მთავარ მოთამაშედ დავრჩები

20-06-2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოავალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა განახლებული მთავრობის ახალ  შემადგენლობაში, რადგან, მისი თქმით, სადაც არ უნდა იყოს,  კვლავაც „ქართული ოცნების“ მთავარ მოთამაშედ დარჩება.  მეტიც, წულუკიანის აზრით,   ახალი სტატუსის შემთხვევაში, ის ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად შეუტევს.

„კონსულტაციები იქნება იმასთან დაკავშირებით, ვიქნები თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში. თუმცა, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, ვიქნები თუ არა.  თუმცა, ახალ შემადგენლობაში ჩემი არ ყოფნის შემთხვევაში,  ისევ „ქართული ოცნების“ მთავარ მოთამაშედ დავრჩები,  თანაც გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით თავისუფალი და  როცა გარეთ ვიქნები, ჩემს ოპონენტებს კიდევ უფრო შეეშინდებათ, რადგან არ მექნება სტატუსი. ასევე  ვიქნები უფრო შემტევიც“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, მასთან ერთად უფლებამოსილება შეუჩერდა მთავრობის სრულ შემადგენლობას. პარლამენტი ჯერ დროებით მთავრობას დაამტკიცებს, დაახლოებით სამ კვირაში კი  პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურულად შეცვლილ მთავრობას  წარუდგენს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031