30-03-2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია, ხოლო 1-ელი აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კიდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულით: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=593
16-11-2024
16-11-2024