31-03-2022
კვლევის მეთოდების დამატების აუცილებლობა სურსათის ეტიკეტირების შესახებ ქვეყანაში არსებული მოთხოვნების გამკაცრებამ განაპირობა.
ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დროულად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.
სურსათის კვლევის დეპარტამენტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდების ნუსხას ემატება:
აღნიშნული მეთოდები დამუშავებულია, ჩატარებულია შიდა ლაბორატორიული კვლევები და შესულია აკრედიტაციის ნუსხაში. უახლოეს პერიოდში კი, მოხდება აკრედიტაციის მოპოვება.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევები აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორი სოსტანდარტს ISO (ისო) 17025. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები კი ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://sla.gov.ge/
16-11-2024
16-11-2024