20-06-2018
დედაქალაქის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და კონკრეტული გეგმის წარმოდგენა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.
„მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და არის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ასეთი შენობა-ნაგებობები ყველა რაიონშია და გარდა იმისა, რომ დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული.