გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის აღარ არსებობს" - გიორგი შენგელაიას პირველი კომენტარი ივანიშვილის მიერ დახმარების მოხსნაზე

20-06-2018

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია "ნიუპოსტთან" ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკის შემდეგ, დახამრება მოუხსნა.

შენგელაია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან არაფრის გარკვევას არ აპირებს, რადგან "ივანიშვილი მისთვის აღარ არსებობს".

"ეს იყო დახმარება, რომელიც ერიცხებოდა გამოჩენილ ხალხს, დამირეკეს და მითხრეს, რომ მომეხსნა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამოვედი ერთ-ერთი ტელევიზიით და ვთქვი, რომ ის გაუნათლებელი კაცია. ბოლოს კონფლიქტიც მოგვივიდა - წიგნი მივუტანე, რომელიც გვერდით გადადო, მითხრა ჩემი ცოლი ჩამოვა, წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო"- აღნიშნა შენგელაიამ.

კინორეჟისორი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მის ოჯახს.

"გაბრაზდა, არ მოეწონა ჩემი ნათქვამი. მაგის მხრიდან დახმარების მოხსნა შეურაცხყოფაა არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი მშობლების და იმ ღვაწლის, რომელიც ქართულ კინოში შევიტანე, ჩემი ფილმები დღესაც აქტუალურია... მე მასთან არაფრის გარკვევას არ ვაპირებ, ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არ არსებობს"- განმარტა გიორგი შენგელაიამ.

newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728