1-04-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს 2022 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ვეღარ დარეგისტრირდებიან.
საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა კი შესაძლებელია 14 აპრილის 18:00 საათამდე.
მნიშვნელოვანია, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებმა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.
გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.naec.ge) და ფეისბუკგვერდზე (https://www.facebook.com/www.naec.ge/ ) განთავსებულ ინფორმაციას.
16-11-2024
16-11-2024