გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური "კრემლი" ორკესტრირებულად ებრძვის "დასავლურ ფასეულობათა შუქურას" უკრაინის მოქალაქეს

1-04-2022

დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ "შარიათის სასამართლოს" იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი - ასე ეხმიანებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური "კრემლი" ორკესტრირებულად ებრძვის "დასავლურ ფასეულობათა შუქურას".


"პუტინის პატიმრის" მიმართ ქართულ პენიტენციურ სისტემაში "არაადამიანურ" მოპყრობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, ივანიშვილის მიერ "მოსყიდულმა" ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ - განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. ალბათ პუტინის აგრესიის მიმართ "შიშის" გამო. ასე ხდება ხოლმე, როდესაც კოლექტიური "კრემლი" ორკესტრირებულად ებრძვის "დასავლურ ფასეულობათა შუქურას". მასე ყოველ ჯერზე მოხდება - როდესაც მის მიერ წამოწყებულ საქმეებს: "სააკაშვილი - საქართველოს წინააღმდეგ" ჰქვია. როგორც წესი - საქართველო იმარჯვებს. ამჟამად უკრაინის მოქალაქეს დედამიწის ზურგზე რჩება მხოლოდ "შარიათის სასამართლოს" იმედი და არაა გამორიცხული, სააკაშვილის ადვოკატებმა ავღანეთის თალიბანისკენ აიღონ გეზი“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930